
ამერიკის შეერთებულ შტატებში, უაიომინგის შტატში, ექვსი წლის ბიჭმა, ბრიჯერ უოკერმა სოციალური ქსელების და ცნობილი მსახიობის, ენ ჰატუეის ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, რაც ცნობილი გახდა, რომ და ძაღლის თავდასხმისგან გადაარჩინა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ფოტოზე, რომელიც ინსტაგრამზე ბავშვების დეიდამ გაავრცელა, ბიჭს სახელად ბრიჯერს, სახეზე დაზიანებები აღენიშნება.
როგორც ფოტოს სათაურიდან ირკვევა, ბრიჯერი ძაღლსა და თავის პატარა დას შორის ჩახტა და გადაწყვიტა, ძაღლს თავად შეტაკებოდა.
„თუკი ვინმე უნდა მომკვდარიყო, ეს აუცილებლად მე უნდა ვყოფილიყავი,“ – თქვა მოგვიანებით ბრიჯერმა.
ბავშვს სახეზე 90 ნაკერზე მეტი დაადეს.






















