
გადაუდებელი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 25 მაისს თბილისის რამდენიმე უბანში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
შესაბამის განცხადებას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ნინო რამიშვილის, ატენის და ყიფშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 9 მარტის ბაღის მიმდებარე ტერიტორიის, ბროსეს, ვირსალაძის, ალექსი-მესხიშვილის, სანაპიროს და ჭანტურიას ქუჩების მაცხოვრებლებს
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ინგოროყვას, კოტეტიშვილის, კრავეიშვილის და ჩიტაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, IIIა, IV მიკრორაიონების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონების, მუხიანის აგარაკების, შეშელიძის, დაისის, ხანძთის, ქერჩის, ვარდისუბნის და განთიადის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის თბის მიმდებარე ტერიტორიის, ზემო ვეძისის დასახლების, გვარამაძის, ბერიტაშვილის, ნუცუბიძის, დგებუაძის და ინტენსიფიკაციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, აეროპორტის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ენუქიძის, ქიზიყის, ლორთქიფანიძის და პოლიციის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თორნიკე ერისთავის და ჭყონდიდელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება. – ნათქვამია განცხადებაში.
გადაწყვეტილება მიღებულია! – შეზღუდვების უფლება მთავრობას 15 ივლისამდე ექნება























