01:03 | 2021-08-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

60-მილიონიან ბრიტანეთში 30 000 შემთხვევის მიუხედავად, ნაკლები გარდაცვალებაა ვიდრე საქართველოში – კულუმბეგოვი

60-მილიონიან ბრიტანეთში 30 000 შემთხვევის მიუხედავად, ნაკლები გარდაცვალებაა ვიდრე საქართველოში – კულუმბეგოვი

ვაქცინაციის ეროვნული საბჭოს წევრი, ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვიგადაცემა Forbes Talks-ის აცხადებს, რომ მოსახლეობის ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის შედეგად, დიდ ბრიტანეთში COVID-19-ის ახალი შემთხვევების მატების მიუხედავად, ყოველდღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა საქართველოზე ნაკლებია.

 

„ბრიტანეთში, სადაც მოსახლეობის 73% არის ორჯერადად აცრილი, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა საშუალოდ 30 ათასია, და 30 ათასი როდესაც იყო ახალი შემთხვევები იანვარში, მაშინ მათ ჰქონდათ დღეში 700-800 გარდაცვალების შემთხვევა.

 

დროა, ყველა ეკლესიაში ვაქცინაციის პუნქტი ფუნქციონირებდეს - ნანა გეგეჭკორი
2021-08-12დროა, ყველა ეკლესიაში ვაქცინაციის პუნქტი ფუნქციონირებდეს - ნანა გეგეჭკორი

 

დღეს ბრიტანეთში 30,000 ავადობის მიუხედავად ვირუსით დაიღუპა 39 ადამიანი. იმაზე უფრო ნაკლები, დაიღუპა 60-მილიონიან ბრიტანეთში, ვიდრე 3-მილიონიან საქართველოში. რა თქმა უნდა ეს გვინდა ჩვენც.

 

დღეს ლაპარაკია იმაზე, რომ არ მოხდეს გადატვირთვა ჰოსპიტალური სექტორის. თუკი ჩვენ სრული დისბალანსი წარმოგვექმნა პაციენტების რაოდენობასა და ჰოსპიტალური სექტორის შესაძლებლობებს შორის, რადგან მარტო საწოლი ხომ არ არის, პაციენტს ექიმი უნდა, მედდა და სანიტარი. რაც არ უნდა საველე ჰოსპიტლები მოვაწყოთ. შესაბამისად ბალანსირებული მართვის პრინციპები არაა. მაგალითად, მეზობელ აზერბაიჯანში სრულიად მართვადი პანდემიაა უკვე და მოსახლეობის 28% უკვე აცრილია“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

 

ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X