14:41 | 2020-05-24 ავტორი: Prime Time

პატრიარქი მუდამ ქადაგებს, რომ დავრგოთ ხეები – მეუფე გრიგოლ კაცია „ტყის კოდექსზე“

პატრიარქი მუდამ ქადაგებს, რომ დავრგოთ ხეები – მეუფე გრიგოლ კაცია „ტყის კოდექსზე“

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებით, საუკუნეებია ეპარქია ინარჩუნებს ტყეს და ამრავლებს.

 

„მიუხედავად იმისა რომ შემოსევები დროს დაუნგრევიათ და გადაუწვავთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიები, ჩვენი ეკლესია და ქართველი ერი ყოველთვის ერთად ზრუნავდა მათ გადარჩენაზე და ეს არის კარგი მაგალითი ჩვენთვის“ – ამის შესახებ მიტროპოლიტმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

 

„სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი ზუსტად რა კანონზეა საუბარი. უფრო კარგად ვიცი სიტუაცია წალკაში, სადაც არის 40 სოფელი და ყველა სოფელში არის ქართული ტაძარი ან ნატაძრალი.

 

სადაც ახლა ეთნიკური დასახლებებია, მითუმეტეს საზღვარზე სულ არის ციხე-სიმაგრეები და მონასტრები.

 

მარტვილის მონასტერი მერვე საუკუნიდან არსებობს და საუკუნეები ეპარქია ინარჩუნებს ტყეს და ამრავლებს.

 

 

ტყის კოდექსი დამტკიცებულია! - ყველა ეკლესიას 20 ჰექტარი ტყე გადაეცა
2020-05-22ტყის კოდექსი დამტკიცებულია! - ყველა ეკლესიას 20 ჰექტარი ტყე გადაეცა

 

 

მიუხედავად იმისა რომ შემოსევები დროს დაუნგრევიათ და გადაუწვავთ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიები, ჩვენი ეკლესია და ქართველი ერი ყოველთვის ერთად ზრუნავდა მათ გადარჩენაზე და ეს არის კარგი მაგალითი ჩვენთვის.

 

პატრიარქი მუდამ ქადაგებს რომ დავრგოთ ხეები და ასე შევინარჩუნოთ მწავნე ზოლი მომავალი თაობებისთვის.

 

შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ ეკლესია რამეში გამოიყენებს ხე-ტყეს, მაგრამ ეს ასე არ არის.

 

თბილისი მთაწმინდის გარეშე არ არსებობს, მცხეთა სვეტიცხოლის, ქუთაისი გელათის და ბაგრატის და ეს ადგილებია ზუსტად იმ ლამაზ ტერიტორიებზე. ეს სულაც არ არის პროვილეგია, ეს ღვაწლია ეკლესიის, საუკუნეები რომ იცავდნენ ტაძრების მიმდებარე ტერიტორიებს““ – ამბობს გრიგოლ კაცია.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X