
67 წლის ქალი, რომელსაც თავს ძაღლი დაესხა და დაგლიჯა, კვლავ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადის მკურნალობას.
ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა.
„გაცილებით უკეთ გრძნობს თავს. ჯერ ისევ ჩვენს კლინიკაში რჩება. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სავარაუდოდ, ამ კვირაში გაეწერება“, – გვითხრა ტურძელაძემ.
pi
შეგახსენებთ, 16 ივლისს, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე პიტბული ქალს თავს დაესხა, რის გამოც შუახსნის ქალი მართვით სუნთქვაზე იყო.
გავრცელებულ უმძიმეს კადრებში ჩანს, რომ ირგვლივ მყოფი ადამიანები რამდენიმე წუთის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ ქალის დახმარებას. ერთ-ერთმა მათგანმა ძაღლის შესაშინებლად ჰაერში გაისროლა თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც ის იძულებული გახდა ცხოველისთვის დამიზნებით ესროლა.
დაშავებულს რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მას ძაღლის კბენის შედეგად მიყენებული ჭრილობები თავისა და სახის მიდამოზე ჰქონდა, ასევე ქვედა კიდურებსა და მუცლის არეში.
67 წლის ქალს ძაღლმა მძიმე დაზიანებები მიაყენა
🟣 უმძიმესი კადრები, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა – 67 წლის ქალს ძაღლმა მძიმე დაზიანებები მიაყენა – პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულიავრცლად – https://rustavi2.ge/ka/news/170482
Posted by Rustavi 2 on პარასკევი, 17 ივლისი, 2020























