10:40 | 2020-08-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

7 ინფიცირებული და 7 გამოჯანმრთელებული – კორონავირუსის დღევანდელი მონაცემები 

7 ინფიცირებული და 7 გამოჯანმრთელებული – კორონავირუსის დღევანდელი მონაცემები 

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამასთან გამოჯანმრთელდა 7 ადამიანი.

 

stopcov.ge-ზე ​გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1213 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 994-ს შეადგენს.

 

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6680 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 333.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X