
დღეს 2021 წლის 7 ივლისია. საინტერესოა, რა მნიშვნელოვანი მოვლენებით შევიდა ეს თარიღი ისტორიაში და რა ხდებოდა ამ დღეს წლების წინ.
გთავაზობთ 7 ივლისის გამორჩეულ მოვლენებს:
- 1980 წელს, ზუსტად ამ დღეს, 7 ივლისს ლეგენდარული როკ-ჯგუფი, ლედ ზეპელინი ძირითადი შემადგენლობით საზოგადოების წინაშე ბოლოჯერ წარსდგა.
- 2011 წლის 7 ივლისს, ლონდონის კინოთეატრებში „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრების“ მეორე ნაწილის პრემიერა გაიმართა.
- საინტერესოა ისიც, რომ 1928 წლის 7 ივლისს, ჩილიკოტეში მდებარე საწყობი გახდა პირველი, რომელმაც დაჭრილი პური გაყიდვაში ჩაუშვა.
- 2007 წლის, 7 ივლისს, გლობალური დათბობის პრობლემაზე მეტი ყურადღების მიქცევის მიზნით, მსოფლიოს 11 ქალაქში, Live Earth კონცერტები ჩატარდა.
იუბილარები
- 1940 წლის 7 ივლისს, ინგლისელი მუსიკოსი, ჯგუფ Beatles-ის წევრი, რიჩარდ პარკინ სტარკი დაიბადა, რომელსაც მსოფლიო რინგო სტარის სახელით იცნობს.
- 1860 წლის 7 ივლისს, რომანტიკოსი კომპოზიტორი და თავისი თაობის ერთ-ერთი წამყვანი დირიჟორი, გუსტავ მალერი დაიბადა.
- 1887 წლის 7 ივლისს, ბელარუს-ებრაელი მხატვარი, მარკ შაგალი დაიბადა. შაგალს ხშირად სიურრეალიზმის მიმდინარეობას უკავშირებენ, თუმცა მისი შემოქმედება ერთი რომელიმე ჟანრის ფარგლებს სცილდება.
- 1956 წლის 7 ივლისს, ქართველი პოლიტიკოსი და რეჟისორი, გოგა ხაინდრავა დაიბადა.
გარდაცვალება
- 1930 წლის 7 ივლისს, გარდაიცვალა ცნობილი დეტექტივის, შერლოკ ჰოლმზის პერსონაჟის შემქმნელი, შოტლანდიელი მწერალი, ართურ კონან დოილი.
- 2014 წლის 7 ივლისს, გარდაიცვალა ქართველიპოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე.
- 1973 წლის 7 ივლისს, გარდაიცვალა ქართველი ენათმეცნიერი, გიორგი ახვლედიანი. აღსანიშნავია, რომ ახვლედიანმა ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა.
ასევე ნახეთ:






















