09:46 | 2021-07-04 ავტორი: Prime Time

7 შედეგი, რომელიც ბავშვის ფიზიკურ დასჯას მოჰყვება – გაეცანით უახლეს კვლევას

7 შედეგი, რომელიც ბავშვის ფიზიკურ დასჯას მოჰყვება – გაეცანით უახლეს კვლევას

ბავშვის ფიზიკური დასჯა მავნებელია, – ამის შესახებ ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში წერს და მშობლებისთვის რეკომენდაციებს აქვეყნებს.

 

ზაზა თელია 69 პროსპექტული წრფივი კვლევების შედეგებიდან გამომდინარე ბავშვთა ფიზიკური დასჯის 7 შედეგზე წერს.

 

„ბავშვის ფიზიკური დასჯა და ამ ქმედების გამოსავალი (outcome)

 

ჩატარებული 69 პროსპექტული წრფივი კვლევების შედეგი.

 

დასკვნა – 7 მთავარი შედეგი:

 

„იმედია, სხვა რამის თქმა უნდოდა ბატონ ცერცვაძეს“ - ფხაკაძე „ფაიზერის“ მერსედესთან შედარებას ეხმაურება
2021-07-04„იმედია, სხვა რამის თქმა უნდოდა ბატონ ცერცვაძეს“ - ფხაკაძე „ფაიზერის“ მერსედესთან შედარებას ეხმაურება

 

1. ფიზიკური დასჯა არ ამცირებს და პირიქით ზრდის ბავშვის ქცევის პრობლემებს დროთა განმავლობაში

 

2. ფიზიკური დასჯა არ არის ასოცირებული დადებით გამოსავალთან გარკვეული პერიოდის შემდეგ

 

3. ფიზიკური დასჯა ზრდის ბავშვის დაცვის სერვისების ჩართვას პრობლემური შემთხვევებისას

 

4. სამეცნიერო მტკიცებულებამ გამოავლინა რომ ერთადერთი რასაც ბავშვის დასჯა მოიტანს, არის ქცევის ექსტერნალიზაცია (უარყოფითი ქცევა სახლის გარეთ ხილულ ფორმებში გადავა)

 

5. ფიზიკური დასჯა დაკავშირებულია ბავშვის ქცევის გაუარესებასთან დროთა განმავლობაში (Quasi-experimental studies)

 

6. არსებობს ძლიერი კავშირი ფიზიკურ დასჯას, ბავშვის ზიანის მომტან გამოსავალს და ბავშვის და მშობლის ხასიათის ჩამოყალიბებაში

 

7. არსებობს მტკიცებულება “დოზა-რეაგირების” ურთიერთქმედებაზე

 

აქედან გამომდინარე ბავშვის ფიზიკური დასჯა მავნებელია”, – წერს ზაზა თელია.

ავტორი: Prime Time

X