
ხულოში 7 სულიანი ოჯახი, რომელსაც სახლი მთლიანად დაეწვა, დახმარებას ითხოვს – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეკო დიასამიძე ავრცელებს.
ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახში 3 მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს.
„ხულოში, სოფელ საციხურში ხის სახლი დაიწვა. სახლში 7 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვია.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. სახლი დაიწვა, ასევე ბოსელი და დამხმარე ნაგებობა… ნივთების გადარჩენა ვერ მოხერხდა…
ეს ადამიანები დარჩნენ ღია ცის ქვეშ. არ აქვთ ტანსაცმელი ღამის გასათევი და საკვები.
გთხოვთ შეძლებისდა გვარად დავეხმაროთ
#GE75BG0000000101584650
მიმღები ეკა დიასამიძე
ხულოში, სოფელ საციხურში ხის სახლი დაიწვა. სახლში 7 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვია. ხანძრის…
Posted by Diasamidze Eko on სამშაბათი, 19 მაისი, 2020






















