
7 წლის ინდოელი გოგონა, რაჯეშვარი ქვავდება – კანის უიშვიათესმა, განუკურნებელმა დაავადებამ მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია.
ინფორმაციას ამის შესახებ Dailymail-ი ავრცელებს.
კანის უმძიმესი დაავადებას თან ისეთი სიმპტომები სდევს, რომელიც კანს ნაცრისფერსა და მკვრივს ხდის.
დაავადებამ უკვე მოიცვა გოგონას მკლავები, ფეხები და ზურგის დიდი ნაწილი. ამის გამო რაჯეშვარის გადაადგილება და ჯდომაც კი უჭირს.
რაჯეშვარი ღარიბ რაიონში ცხოვრობს, სადაც ნორმალური სამედიცინო პირობები არაა ხელმისაწვდომი. ამიტომ, ექიმთან ხშირად ვიზიტსა და მკურნალობის კურსის სრულყოფილად გავლას ვერ ახერხებს.
დაავადებას იხტიოზი ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ის სიცოცხლისთვის საშიში არაა, დაავადება აუტანელ დისკომფორტს უქმნის მოზარდს.
იხტიოზის სამკურნალო საშუალება არ არსებობს.






















