14:47 | 2021-08-21 ავტორი: სალომე ნეფარიძე

74 გაუბედურებული ოჯახი… მრცხვენია ექიმის, რომელიც ვაქცინაციას ეჭვქვეშ აყენებს – თამარ ჟამურაშვილი

74 გაუბედურებული ოჯახი… მრცხვენია ექიმის, რომელიც ვაქცინაციას ეჭვქვეშ აყენებს –  თამარ ჟამურაშვილი

ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების ექიმი, თამარ ჟამურაშვილი საქართველოში სიკვდილიანობის რეკორდულ მაჩვენებელს ეხმაურება.

 

მისი თქმით, ვითარების სტაბილიზაციისთვის აუცილებელია, რომ მოსახლეობის 80% აცრილი იყოს.

 

„74 გარდაცვლილი

 

74 გაუბედურებული ოჯახი

 

74 მხოლოდ მათემატიკური ციფრი და სტატისტიკა არ არის

 

74 ადამიანის სიცოცხლეზეა საუბარი!!! ვათვიცნობიერებთ? თუ შეეჩვია ყური და თვალი ამ ციფრებს უკვე?!

 

გადავთვალოთ ასეთი ტემპით რამდენი კვირა დაგვჭირდება 3 მილიონიანი ერი რომ გავნახევრდეთ?

 

ვაქცინა ხელოვნურად არ შემოიტანეს, მე თვითონ ვუშოვე და უარი თქვა მთავრობამ - მიხეილ სააკაშვილი
2021-08-21ვაქცინა ხელოვნურად არ შემოიტანეს, მე თვითონ ვუშოვე და უარი თქვა მთავრობამ - მიხეილ სააკაშვილი

 

მოსახლეობის 80% სანამ არ აიცრება, სიტუაციის დასტაბილურება ვერ მოხერხდება. უამრავ ადამიანს დავკარგავთ და კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ მათი უმრავლესობის გადარჩენა შეიძლება!!!

 

აცრა ცალკეული ინდივიდების პრეროგატივა აღარ არის ასეთი უმართავი ეპიდემიის პირობებში!

 

მცდარია შეხედულება, რომ ვაქცინა კლავს!!!

 

ვაქცინაც მედიკამენტია და ისევე როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, შეიძლება გართულება (ალერგია, ანაფილაქსია) ჰქონდეს, მაგრამ უიშვიათესია და როგორც წესი, კარგად მართვადი დღევანდელ პირობებში.

 

მრცხვენია ექიმის, რომელიც ამ რეალობას ვერ ათვიცნობიერებს და ვაქცინაციას ეჭვქვეშ აყენებს. მეტიც, ხალხს არ ურჩევს და სიკვდილისთვის წირავს. დიახ, კითხვები არსებობს, მაგრამ უალტერნატივოა დღევანდელ დღეს.

 

მარტივი მაგალითი, ფილტვის სიმსივნის სამკურნალო იმუნოთერაპია და Checkpoint-ინჰიბიტორებისულ რამდენიმე წელია რაც გვაქვს. ერთი თვის გამოსული იყო ბაზარზე, მოხმარება რომ დავიწყეთ. ჭკვიანური იქნებოდა ფილტვის სიმსივნით პაციენტებს უარი ეთქვათ ამ ძალიან ეფექტურ თერაპიაზე და ორი წელი დალოდებოდნენ? ორ წელიწადში მათი ძვლები აღარ იქნებოდა სავარაუდოდ.

 

კოლეგებო დაფიქრდით, გაანალიზეთ და შეიცვალეთ მიდგომა. სანამ დროა-მეთქი ვეღარ ვწერ, უკვე ისედაც დაგვიანებულია.

 

74 ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა გუშინ- ბიძინა კულუმბეგოვი
2021-08-2174 ადამიანის სიცოცხლე დაიკარგა გუშინ- ბიძინა კულუმბეგოვი

 

მრცხვენია იმ მოძღვრის ვინც, ვაქცინაციის პროცესში ნეგატიურად ერევა და საკუთარ მრევლს წირავს, თავისი, ყოველგვარ მეცნირულ საფუძველს მოკლებული, არგუმენტებით.

 

მრცხვენია იმ მარეგულირებელი ორგანოების და მათი წარმომადგენლების, ვინც დაწესებულ რეგულაციებს არ აკონტროლებს. უმრავლესობას არ უკეთია პირბადე, თუ უკეთია რაღაც ძონძი, გვერდებიდან ორპირი რომ აქვს…

 

მრცხვენია იმ ხალხის, ვინც დღევანდელ დღეს 74-ს მხოლოდ სტატისტიკად მიიჩნევს, გულთან არ მიიტანს და ვერ გაიაზრებს 74 ოჯახის უბედურებას! ამ 74ის გარდა დღეს 100ჯერ 74 კოვიდ-ს ებრძვის და ყოველი წამის ეშინია…

 

აბა ქართველებო ნუთუ მართლა მხოლოდ სუფრაზე ვლოცავთ და გვიყვარს ერთმანეთი?

 

74-ვე ოჯახს ვუთანაგრძნობ და ვიზიარებ უდიდეს მწუხარებას!!“, – წერს თამარ ჟამურაშვილი.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X