18:57 | 2021-07-13 ავტორი: თამარ ბუჩუკური

8 ბიზნესწილი, 5 კომპანიის ხელმძღვანელობა, ბინა და ნაკვეთები – მეუფე ანტონის უძრავ-მოძრავი ქონება

8 ბიზნესწილი, 5 კომპანიის ხელმძღვანელობა, ბინა და ნაკვეთები – მეუფე ანტონის უძრავ-მოძრავი ქონება

დღეს, მეუფე ანტონი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა… მან 5 ივლისის მოვლენებზე – ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა და ამაში მედიის წარმომადგენლები დაადანაშაულა. 

 

მიტროპოლიტის კომენტარმა საზოგადოების ნაწილში მის მიმართ ინტერესის ზრდა გამოიწვია – როგორ ცხოვრობს მეუფე რეზიდენციის მიღმა, რას ამბობს ამბიონიდან და როგორია ის კელიის გარეთ?!

 

“პრაიმტაიმი” დაინტერესებულ მკითხველს მაღალი იერარქის საკუთრებაში არსებულ ქონებას და ბიზნეს წილებზე ინფორმაციას გთავაზობთ, რომელზეც გასულ წელს, “აი ფაქტი” წერდა.

 

მილიონი რომ გაყო 3 მილიონ-ნახევარზე, 59 თეთრი გამოდის, რას გვაყვედრით? – ამ კითხვით მეუფე ანტონმა მოსახლეობას გასულ წელს მიმართა… მალევე, “აი ფაქტმა” მიტროპოლიტის ქონებრივი მდგომარეობა შეისწავლა, რომელიც არც თუ ისე მოკრძალებულია…

 

“დაფიქრდით 25 მილიონი, სამ მილიონ მოსახლეობაზე, თვეში ერთ სულ მოსახლეზე 0.59 თეთრია. არ გრცხენიათ რას გვაყვედრიან? დედა ეკლესია ქვეყანას ამაზე მეტს არ აკეთებს? მაშინ როცა ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსტიტეტი, ინსტიტუტი, ტელევიზია 140 მილიონ ლარს ღებულობს…” – წერდა მეუფე…

 

“აი ფაქტი” მეუფის კალკულაციას არ ენდო და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მისი უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია მოიძია. როგორც აღნიშნავენ, მეუფე ანტონ ბულუხია თბილისში, 157 კვ. მ ბინას ფლობს, რომლის ღირებულება 148 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.

 

გარდა საცხოვრებელი სახლისა, მიტროპოლიტს მიწის ნაკვეთებიც აქვს – წავკისსა და ვარციხეში.

 

თუ დღევანდელი საბაზრო ღირებულებით გამოვთვლით, წავკისში 1 კვ.მ-ის ფასი საშუალოდ, 65 დოლარს შეადგენს. მეუფეს საკუთრებაში 656 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი აქვს, რომლის დაახლოებითი ფასი 42 640 გამოდის.

 

რაც შეეხება 4 ჰექტარზე მეტი სიდიდის ნაკვეთს ვარციხეში, ამის მესაკუთრეც მიტროპოლიტი ანტონია. ვარციხეში დღევანდელი ფასის მიხედვით, 1 კვ.მ-ის ფასი საშუალოდ, 2 ამერიკული დოლარია.

 

მეტი სიზუსტისთვის, ეუფე ანტონ ბულუხია სოფელ ვარციხეში 42 000 კვ.მ-ს ფლობს, ამ გაანგარიშებით კი, მისი ქონების ღირებულება 84 000 ამერიკულ დოლარს აღწევს.

 

გამოდის, რომ ჯამში მიტროპოლიტის უძრავი ქონების ფასი დაახლოებით, 275 000 ამერიკული დოლარია.

 

 

 

 

ასევე, “აი ფაქტის” ცნობით, მეუფე ანტონს ბიზნეს წილი 8 კომპანიაში აქვს და საპატრიარქოს დაქვემდებარების 5 ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.

 

კომპანიების ნაწილი სამშენებლო საქმიანობას ეწევა, ნაწილი კი სუვენირებით ვაჭრობს.

 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვებიდან მის კომპანიებს მიღებული აქვს 38, 152 ლარი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X