21:12 | 2020-12-11 ავტორი: Prime Time

“8 დღეა სუნს და გემოს ვერ ვგრძნობ, მაქვს სიცხე …” – მაია კაჭკაჭიშვილს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა

“8 დღეა სუნს და გემოს ვერ ვგრძნობ, მაქვს სიცხე …” – მაია კაჭკაჭიშვილს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა

მომღერალი მაია კაჭკაჭიშვილი თავს ცუდად გრძნობს. როგორც თავად ამბობს, სავარაუდოდ, კორონავირუსითაა ინფიცირებული, თუმცა ტესტი ჯერ არ გაუკეთებია.

 

კაჭკაჭიშვილი სიმპტომების შესახებ სოციალურ ქსელში წერს, მეგობრები კი კოვიდტესტის გაკეთებას ურჩევენ.

 

“მოკლედ 8 დღეა ვერ ვგრძნობ ვერც სუნს და ვერც გემოს. ყოველ წამს აცეტონს ვყნოსავ და უშედეგოდ ! სხვა არაფერი მაწუხებს სიცხე სტაბილურად 36:6.
ანუ კოვიდი მყავს მობრძანებული და კისერს ვერ მიგრეხს? თუ რაშია საქმე?:))

 

ამას სიცხე მერჩივნა ეს რა საშინელებაა ყოველ წამს აჯიკას ვსინჯავ იქნებ ოდნავ მაინც გავუგო გემო და შენც არ მომიკვდე”, – წერს მაია კაჭკაჭიშვილი.

 

როგორ დავაჩქაროთ ყნოსვისა და გემოს აღდგენა კოვიდინფიცირების შემდეგ – ოტორინოლარინგოლოგის რჩევა

ავტორი: Prime Time

X