00:06 | 2021-07-08 ავტორი: Prime Time

„8 თვეში გამოდის ბაჩო და რობიკო მოგიკვდეს, თუ არ მოხვიდე!“ – ანი ნადარეიშვილი ბესო ზანგურს დაუპირისპირდა

„8 თვეში გამოდის ბაჩო და რობიკო მოგიკვდეს, თუ არ მოხვიდე!“ – ანი ნადარეიშვილი ბესო ზანგურს დაუპირისპირდა

ყოფილი მაღალჩინოსნის, ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი მსახიობ ბესო ზანგურს დაუპირისპირდა. ნადარეიშვილის გაღიზიანების მიზეზი უფლებადამცველ თეა თუთბერიძის პოსტზე ზანგურის დატოვებული კომენტარები გახდა.

 

ამას დაკავებულის მეუღლე შემდეგი პოსტით გამოეხმაურა:

 

„Zanguri Busa Beso, შე ცოლზე მოძალადე ბუმბულიანო ქათამო, მარტო მაგაშიც გეტყობა რა უ&@რაკო კომპლექსიანი ჩმორი ხარ, ან ქალს ჩაგრავ, იმიტომ, რომ ფიზიკურად ერევი, ან ციხეში გამომწყვდეულ ადამიანზე ჭორაობ და ემუქრები შორიდან, იმიტომ, რომ იცი, პასუხს ვერ გაგცემს. აგერ 8 თვეში გამოდის ბაჩო და რობიკო მოგიკვდეს, თუ არ მოხვიდე!“ – დაწერა ანი ნადარეიშვილმა.

 

მოგვიანებით, ბაჩო ახალიას მეუღლემ ფეისბუკზე მორიგი მიმარტვა გაავრცელა ↓

 

ზანგურზე პოსტი დამიბლოკეს, როგორ ოპერატიულად მუშაობს ტროლქარხანა. ნუ შიგ მიზანში გავარტყი ესე იგი, რაც მთავარია. Zanguri Busa Beso ძაან სამარცხვინო ხარ. სქრინებს თავიდან დავდებ და 8 თვეში ბაჩო რომ გამოვა, მოპატიჟება ძალაშია! გელოდები!“, – წერს ანი ნადარეიშვილი.

 

ავტორი: Prime Time

X