
გენერალი ქასემ სულეიმანის დაკრძალვის ცერემონიის პირდაპირი ეთერის დროს, სახელმწიფო ტელევიზიის სახელით განაცხადეს, რომ 80 მილიონი დოლარი გადაეცემა იმას, ვინც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოკლავს.
„ირანს 80 მილიონი მოქალაქე ჰყავს. პოპულაციის შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ შეგროვდეს 80 მილიონი – თითო მოქალაქისგან 1 დოლარი“, – განაცხადეს თეირანის სახელმწიფო ტელევიზიით.
შეგახსენებთ, რომ გენერალი ქასემ სულეიმანი, რომელიც ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტარულ სპეცდაჯგუფებას ხელმძღვანელობდა, აშშ-ის ავიადარტყმის შედეგად ერაყში მოკლეს, რამაც ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვია.






















