
საუნივერსიტეტო კლინიკაში 80 წლის პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად დადებითია. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ექიმები დინამიკის გაუმჯობესებას ელოდებიან.
„80 წლის პაციენტი, რომელიც მაღალი ლეტალობის ინდექსს მიეკუთვნებოდა, ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა ჩატარებული მკურნალობის შედეგად მკვეთრად დადებითია და ველოდებით დინამიკის გაუმჯობესებას“,- განაცხდა ლევან რატიანმა.
ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ ყველაზე მძიმე პაციენტი გამოჯანმრთელდა და დღეს კლინიკიდან გაეწერება.
- 1 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 115 ადამიანია ინფიცირებული.
- 1 აპრილის მდგომარეობით საქართველოში გამოჯანმრთელდა 23 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















