10:46 | 2021-04-18 ავტორი: Prime Time

818 ინფიცირებული და 14 გარდაცვლილი – ბოლო მონაცემები კორონავირუსზე

818 ინფიცირებული და 14 გარდაცვლილი – ბოლო მონაცემები კორონავირუსზე

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 822 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 197 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 625 PCR ტესტით.

 

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 818 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 295 358-ს.

 

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.35 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.41%.

 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 280 915-მდე.

 

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 939 პირი ემსხვერპლა.

 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 818 ახალი შემთხვევიდან:

 

თბილისში გამოვლენილია 465 შემთხვევა, აჭარა – 75, იმერეთი – 57, ქვემო ქართლი – 46, შიდა ქართლი – 29, გურია – 18, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 73, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 18, სამცხე-ჯავახეთი – 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ავტორი: Prime Time

X