
ინდოეთში, ოდიშის შტატში, 85 წლის პაციენტმა, რომელიც 22 კილოგრამს იწონიდა COVID-19-ისგან განიკურნა და საავადმყოფოდან გაეწერა. ამის შესახებ გამოცემა The Hindu წერს.
მოხუცი ქალი საავადმყოფოში აპრილის ბოლოს მოათავსეს, როდესაც კორონავირუსული ინფექციის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
პაციენტის ძალიან დაბალი წონის მიუხედავად, დაავადება მარტივი ფორმებით მიმდინარეობდა.
ექიმები ამბობენ, რომ ქალბატონს ქრონიკული დაავადებები თითქმის არ ჰქონდა. ერთ-ერთი ექიმის თქმით, პაციენტს მხოლოდ „ასაკთან დაკავშირებული პრობლემები“ ჰქონდა.
მოხუცი ქალბატონი მას შემდეგ გაწერეს, რაც კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი პასუხი მიუვიდა.
რამდენიმე დღის წინ, ესპანეთში 113 წლის მარია ბრაიანსმა COVID-19-ისგან განიკურნა. ესპანელი ქალბატონი ყველაზე უხუცესია, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა და სრულად გამოჯანმრთელდა.






















