17:35 | 2021-07-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

88 ბავშვი და 60-მდე მშობელი – რა ხდება ციციშვილის კლინიკაში, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებული ბავშვი წევს

88 ბავშვი და 60-მდე მშობელი – რა ხდება ციციშვილის კლინიკაში, სადაც ყველაზე მეტი ინფიცირებული ბავშვი წევს

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში ყველაზე მეტი ინფიცირებული ბავშვია მოთავსებული. კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე საავადმყოფოში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.

 

როგორც იგი „რუსთავი 2“-ის ეთერში ყვება, კლინიკაში თავისუფალი საწოლები თითქმის აღარ არის.

 

მონაცემები აჩვენებს, რომ არავითარი გავლენა მამაკაცის რეპროდუქტიულ ცვლაზე ან ქალის შვილოსნობის უნარზე ვაქცინას არ გააჩნია - ბიძინა კულუმბეგოვი
2021-07-27მონაცემები აჩვენებს, რომ არავითარი გავლენა მამაკაცის რეპროდუქტიულ ცვლაზე ან ქალის შვილოსნობის უნარზე ვაქცინას არ გააჩნია - ბიძინა კულუმბეგოვი

 

„დღეს ჩვენთან დილიდან იყო 88 პაციენტი, პერმანენტულად ხდება გაწერა პაციენტის. ყოველდღიურად საშუალოდ, 14-დან 16 პაციენტამდე ეწერება, მაგრამ ზუსტად ორი საათის განმავლობაში ეს თავისუფალი ადგილები კვლავ ივსება ახალი შემოსული პაციენტებით. მომართვიანობა არის ძალიან მაღალი. 88 პაციენტია ბავშვი კოვიდინფიცირებული და სადღაც 60-მდე მშობელი.

 

ამ მოცემულობით არის 2 ადგილი თავისუფალი, თუმცა მე რომ თქვენთან ვსაუბრობ, შესაძლებელია სასწრაფომ მოიყვანოს პაციენტი და შეიძლება 10 წუთში აღარ იყოს. ყოველ წუთს ხდება გაწერა და შემოსვლა.

 

ჩვენ დაახლოებით 20 საწოლის დამატება შეგვიძლია, მეტი რესურსი ჩვენთან არ არის და გავხდებით 175 საწოლიანი კოვიდ მიმღები კლინიკა. სხვა რესურსი ჩვენს კლინიკას არ აქვს,“ – აცხადებს მაია ჩხაიძე.

 

კლინიკის სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ ბავშვების ავადობა საერთო მაჩვენებელში თთქმის 16-დან 18%-მდე მერყეობს.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X