
თურქეთში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ BBC-ი წერს.
არსებული ინფორმაციით, ეს თურქეთში ერთ დღეში კორონავირუსის შემთხვევების მატების ყველაზე დიდი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
დაინფიცირებული პაციენტებიდან 7 ევროპის ქვეყნებიდან ჩავიდა, 3 აშშ-დან, 2 შემთხვევა კი მანამდე დაფიქსირებულ შემთხვევებთანაა დაკავშირებული.






















