10:00 | 2020-04-09 ავტორი: Prime Time

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 31 წელი შესრულდა.

 

ამ დღეს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 

აქციებმა თბილისში პიკს 4 აპრილს მიაღწია. ამ დღეს მოეწყო ფართომასშტაბიანი დემონსტრაცია, მთავრობის სახლის წინ კი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა და აქციის სხვა მონაწილეებმა შიმშილობა დაიწყეს.

 

1989 წლის 7 აპრილს თბილისში შევიდა საგანგებო დანიშნულების მოტომსროლელთა დივიზიის მე-4 პოლკი, აგრეთვე, საგანგებო დანიშნულების მილიციის რაზმები პერმიდან და ვორონეჟიდან.

 

როგორ ვითარდებოდა მოვლენები 1989 წლის აპრილში

🎥 როგორ ვითარდებოდა მოვლენები 1989 წლის აპრილში👉30 წელი 9 აპრილიდან🎞ავტორი: თამარ ბუჩუკური

Gepostet von Prime Time am Montag, 8. April 2019

 

 

9 აპრილს, 11 საათზე კომენდანტის საათი თბილისში გამოცხადდა, მაგრამ ცნობა მოსახლეობას ტელევიზიით კომენდატის საათის ამოქმედების შესახებ მხოლოდ 22 საათსა და 15 წუთზე მიეწოდა.

 

ქალაქის სამხედრო კომენდანტად როდიონოვი დაინიშნა.

 

აქციის დარბევა დილის 4 საათზე დაიწყო.

 

დარბევისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანმანქანები და ტანკები გამოიყენეს.

 

დარბევის შედეგად ათასობით მოქალაქე მოიწამლა.

 

1989 წლის 9 აპრილიდან 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.

ავტორი: Prime Time

X