18:59 | 2020-08-10 ავტორი: თამთა თორდია

9 აპრილის უსინათლო გმირს მალე საკუთარი სახლი ექნება 

9 აპრილის უსინათლო გმირს მალე საკუთარი სახლი ექნება 

9 აპრილის გმირს, უსინათლო მომღერალს ლელა ვეფხვაძეს სულ მალე საკუთარი ჭერი ექნება.

 

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლევან მაღლაკელიძე ავრცელებს.

 

„გილოცავთ ძვირფასო თანამოქალაქენო! მიზანი მიღწეულია, ჩვენი გმირი ლელა ერთობით ფეხზე წამოვაყენეთ. უახლოეს დღეებში ამ სიმღერას ლელა საკუთარ ჭერქვეშ შეასრულებს.

 

დიდი მადლობა ყველას მხარში დგომისათვის. უღრმესი მადლობა „ქართუ ფონდს“ „ღირსების საქმის“ ღირსეულად დაგვირგვინებისათვის !!! მრავალჟამიერ“,- წერს ლევან მაღლაკელიძე.

 

ავტორი: თამთა თორდია

X