
საქართველოში ეპიდვითარების გაუარესების პარალელურად, კორონავირუსთან ბრძოლაში ფეხმძიმეებიც აქტიურად ჩაერთდნენ. ერთ-ერთი ვაქცინირებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის თანამშრომელი ქეთა გაბუნიაა.
„სხვა შუადღის“ თანაწამყვანი 17 კვირის ორსულია, მან “ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთა.
„ვაქცინაციის შემდეგ ოდნავი სისუსტე მქონდა. ერთი დღე დავისვენე. ახლა ზღვაზე ვარ და არანაირი პრობლემა არ შემქმნია, არც დასვენებაში და არც ზღვაში ბანაობაში. 24 საათში ჩვეულებრივად ვიყავი.
დედის ორგანიზმის მიერ გამომუშავებული ანტისხეულები გადაეცემათ ჩვენს ბავშვებსაც, რომელთაც მუცლით ვატარებთ. პრინციპში, მხოლოდ ჩემი თავი არ დავიცავი ამითი, დავიცავი ჩემი მომავალი შვილი, რომელსაც 9 წელია ველოდები.
ასევე ნახეთ: გიორგი ფხაკაძეს ლაივის დროს ქუჩაში ქართველები შეხვდნენ – ნახეთ მისი რეაქცია
ვაქცინაციის მნიშვნელობასა და კოვიდპანდემიაზე სტატიები შეგიძლიათ წაიკითხოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.