18:48 | 2021-09-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

9 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ქალი სასამართლოში შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს

9 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ქალი სასამართლოში შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს

ცხრა წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის მცდელობისთვის დაკავებულ ქალს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, 49 წლის ბრალდებული შეუძლოდ გახდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს – გადაწყვეტილება დაკავებულის დასწრების გარეშე გამოცხადდა.

 

9 წლის ბავშვის დედა კი იმ დეტალებს იხსენებს, რასაც ბრალდებული მის შვილს ეუბნებოდა. მისი თქმით, მუქარა დაახლოებით 5 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

„ციგანი ხარ და ციგნის გამონაცვალი ტანსაცმელი გაცვიაო, ამას ეუბნებოდა ბავშვს ხალხის თანდასწრებით და ამასთან როგორ თამაშობთ, ესენი მათხოვრები არიანო – ბავშვებს უმეორებდა. კამერითაც უღებდა და ამბობდა, ნახეთ ეს არის ის მათხოვარი ბავშვიო. ამ ყველაფერმა ბავშვზე იმოქმედა, ის დაემშვიდობა ჩემს დას და ატირებული წამოვიდა. დედიკო მრცხვენიაო, ასე მეუბნებოდა ბავშვი. ის ქალი ბავშვს თითქმის ყოველდღე ემუქრებოდა, დედაშენს დავაჭერინებ, არ მოვისვენებო და თქვენ კი ბავშვთა სახლში გაგიშვებთო. ბიჭებს დავიქირავებ, თანხას გადავუხდი და თქვენს თავს გადავაწვევინებო,  ეს გრძელდებოდა 5 თვის განმავლობაში. მისი მიზანი კი იყო იმ ფართის დაუფლება, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და აქ შემოსახლება,”- აცხადებს ბავშვის დედა.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X