22:47 | 2021-03-02 ავტორი: ამუკა ქორიძე

9 წლის გოგო ეგზორციზმის დროს ცემით მოკლეს – დედა ამტკიცებდა რომ ის „შეპყრობილი“ იყო (შრი-ლანკა)

9 წლის გოგო ეგზორციზმის დროს ცემით მოკლეს – დედა ამტკიცებდა რომ ის „შეპყრობილი“ იყო (შრი-ლანკა)

შრი-ლანკაში, პოლიციამ ორი პირი, რომელსაც 9 წლის გოგონას გარდაცვალებაში არის ბრალდებული, დააკავა. ABC News-ს ცნობით, გოგონას გარდაცვალება მასზე ჩატარებული „ეგზორციზმის“ რიტუალს უკავშირდება.

 

წყაროს ინფორმაციით, ეჭვმიტანილები გარდაცვლილის დედა და ის ქალია, რომელმაც რიტუალი განახორციელა. იმის გამო, რომ გოგონას სხეულიდან „ავი სულები განედევნათ“, იგი რიტუალის ჩატარების დროს, არაერთხელ იყო ნაცემი.

 

Sri Lanka girl, 9, dies in 'exorcism' ritual - BBC News

 

ადგილობრივი პოლიცია საქმესთან დაკავშირებით ამბობს, რომ გარდაცვლილის დედას სჯეროდა, მისი ქალიშვილის “შეპყრობილობის” შესახებ. დედის თქმით, ეგზორცისტმა რიტუალის ჩატარება ჯერ, ზეთის წასმით დაიწყო შემდეგ კი, გოგონას ჯოხით ცემით გააგრძელა.

 

ABC News-ის ინფორმაციით, გოგონა მხოლოდ მაშინ გადაიყვანეს საავადმყოფოში, როდესაც მან გონება დაკარგა. იგი კლინიკაში გარდაიცვალა.

 

ამ დროისთვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო 12 მარტამდეა გადადებული.

 

გარდაცვლილის დედა ხალხს მსგავსი რიტუალების ჩატარებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

X