17:53 | 2020-04-18 ავტორი: Prime Time

9 თვის ფეხმძიმე, 24 წლის გოგო ჩამომხრჩვალი 4 წლის შვილმა ნახა – ტრაგედია მარტვილში

9 თვის ფეხმძიმე, 24 წლის გოგო ჩამომხრჩვალი 4 წლის შვილმა ნახა – ტრაგედია მარტვილში

მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ კურზუში მცხოვრები 24 წლის 9 თვის ორსული ქალი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ზუგდიდშია დაბადებული.

 

„არანაირი ვერსია არ გვაქვს ოჯახის ახლობლებს…ქმარი ლ.ნ. მშრომელი ბიჭია, ოჯახს არც გადასდიოდა ზედმეტად, მაგრამ არაფერს აკლებდა. ოჯახში დედ-მამა და ძმა ჰყავს ამ ქმარს. შოკირებულები ვართ ყველა. ყველაზე საშინელება ისაა, რომ ეს ყველაფერი 4 წლის შვილმა ნახა. სწორედ მან ნახა დედამისი სახლის უკან ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი…სასწრაფო რომ გამოიძახეს უკვე გვიან იყო 9 თვის მუცლად მყოფი ნაყოფის გადარჩენაც…რა ვთქვათ…დღეს იყვნენ გოგოს მშობლები ზუგდიდიდან, გადაწყვეტილი არაა სად დაკრძალავენ”,-ამბობს ოჯახის ახლობელი.

 

შსს-ს ცნობით,გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

ავტორი: თეა შონია

 

ამავე თემაზე:

 

მარტვილში 9 თვის ფეხმძიმემ თავი მოიკლა
2020-04-17მარტვილში 9 თვის ფეხმძიმემ თავი მოიკლა
ავტორი: Prime Time

X