
საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე ბავშვობვის ფოტოებს აქვეყნებს, რამაც ქართველებთან ერთად ბერძენი ფანებიც აღაფრთოვანა.
1990-იან წლებში გადაღებულმა ამ ფოტოებმა ბევრი მოწონება დაიმსახურა.
„პატარაც ისეთივე მშვენიერი, როგორც ახლა“… „ასეთი მახსოვხარ“… „ჩვენი ქართველი გოგო”… „მენატრება ის დრო”…
თავად თამთა კი ამბობს, რომ ამ ფოტოებზე ძალიან პატარა გოგონაა, დიდი ოცნებებით.


მან ევროვიზიის დასრულების შემდეგ პირადად იხილა მსოფლიო ვრსკვლავი მადონა და როგორც აღნიშნა, ვერ იჯერებდა, რომ მისი იდეალი, რომელსაც საქართველოში მხოლოდ ეკრანებზე უყურებდა, რეალურ ცხოვრებაში, სწორედ მის გვერდით იდგა.






















