
დუდუ (დავით) დადიანი 2002 წლის 22 იანვარს სპორტის დეპარტამენტის კიბეზე მოკლეს.
წარსულში ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, „ვითას“ და საქართველოს ნაკრების კაპიტანი იმხანად კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო.
დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 – გულში.
ამ გახმაურებული და ბურუსით მოცული მკვლელობის გამოძიება ორჯერ დაიწყო, მაგრამ ახალი არაფერი თქმულა, არც დუდუს მკვლელი დასჯილა. მკვლელობის შესახებ დღემდე უამრავი ვერსიაა.
ბევრმა არ იცის დოკუმენტური ფილმი: „დუდუ, რექვიემი კალათბურთელზე“
იდეის ავტორი: გიორგი ხაინდრავა
დამდგმელი რეჟისორი: გოგიტა ჭყონია
ოპერატორები: გოგლიკა ხაინდრავა, პაატა კერესელიძე
ხმის რეჟისორი: ლევან კიკვიძე
პროდიუსერი: დათო კალანდაძე
ფილმში გამოყენებული მუსიკა:
გ.ყანჩელის – ნ.მემანიშვილის ყვითელი ფოთლები ნატო მეტონიძის შესრულებით.






















