23:23 | 2020-12-11 ავტორი: Prime Time

“90 მუთაქა იქნება „ქართული ოცნებიდან“ და 60 დაგეშილი მგელივით ოპოზიციონერი ვიქნებით პარლამენტში, წარმოიდგინეთ, რა ამბავს დავატრიალებთ” – ელისაშვილი ოპოზიციას მიმართავს

“90 მუთაქა იქნება „ქართული ოცნებიდან“ და 60 დაგეშილი მგელივით ოპოზიციონერი ვიქნებით პარლამენტში, წარმოიდგინეთ, რა ამბავს დავატრიალებთ” – ელისაშვილი ოპოზიციას მიმართავს

“90 მუთაქა იქნება „ქართული ოცნებიდან“ და 60 დაგეშილი მგელივით ოპოზიციონერი ვიქნებით პარლამენტში, წარმოიდგინეთ, რა ამბავს დავატრიალებთ იქ, რა კანონებს გავიტანთ, რა საკითხებს გავიტანთ, როგორ ჯანჯღარში გვეყოლება მთავრობა”, – ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

 

ელისაშვილის განცხადებით “ნაციონალურ მოძრაობაში” არიან რადიკალები, რომლებიც მოლაპარაკებების პროცესს ხელს უშლიან, რადგან  ფიქრობენ, რომ თუ პარლამენტში შევლენ, ამომრჩეველი მათ ვერ გაუგებს.
ბოლო დროს ვხედავ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს წარმომადგენლები არიან დაფიქრებულები ქვეყნის ბედზე და ვიცი, რომ ძალიან გაჭედილები არიან, არ უნდათ რომ ბოკერიას დაკრულზე იცეკვონ. ვიცი, რომ პარტიის შიგნით ჯანჯღარი და ყანყალია, არიან რადიკალები, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ გაგვიგებს ჩვენი ამომრჩეველიო – მიიღეთ გაბედული გადაწყვეტილება!“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ავტორი: Prime Time

X