10:25 | 2020-08-10 ავტორი: ალექსი ქამადაძე

Video: ავარია ფილარმონიასთან – ავტომობილი მოტოციკლისტს დაეჯახა

Video: ავარია ფილარმონიასთან – ავტომობილი მოტოციკლისტს დაეჯახა

რამდენიმე წუთის წინ, თბილისში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე „ჰონდას“ მარკის ავტომობილი ჯერ მოტოციკლსტს, შემდეგ კი იქვე მდებარე შენობას დაეჯახა.

 

ავარიის შედეგად მოტოციკლეტის მძღოლი დაშავდა.

 

ადგილზე მობილიზებულნი არიან საპატრულო ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126 მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X