15:51 | 2020-08-10 ავტორი: Prime Time

10 შეზღუდვა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესდა

10 შეზღუდვა, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტში დაწესდა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მესტიის მუნიციპალიტეტი 28 დღით ჩაიკეტა.

 

მუნიციპალიტეტში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა:

 

  • მესტიის მუნიციპალიტეტში შესვლა და გამოსვლა იკრძალება
  • გადაადგილება იკრძალება დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის
  • დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში მხოლოდ აფთიაქები, საბანკო დაწესებულებები, სასურსათო მაღაზიები და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებები იქნება ღია
  • თავშეყრის ადგილებში გაკონტროლდება დისტანციის დაცვა.
  • დახურულ სივრცეებში სავალდებულო იქნება ნიღბების გამოყენება და ჰიგიენა
  • მესტიის მუნიციპალიტეტში მასობრივი ეპიდემიოლოგიური კვლევები ჩატარდება
  • მეტიის მუნიციპალიტეტის შესასვლელებში ბლოკპოსტები განთავსდება, რომელსაც პოლიცია გააკონტროლებს
  • ყველა ტურისტი, რომელიც მესტიას დატოვებს, სავალდებულო 2კვირიან კარანტინს გაივლის
  • სამთავრობო უწყებების მესტიის დასახლებიდან ტურისტებს საკარანტინო ზონებში განათავსებს
  • მოქალაქეები, რომლებიც ბოლო 2 კვირის მანძილზე იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს.

 

სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ... აი, შედეგი სახეზეა - პაატა იმნაძე მესტიის ჩაკეტვაზე
2020-08-10სამწუხაროდ, მოხდა ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ვამბობთ... აი, შედეგი სახეზეა - პაატა იმნაძე მესტიის ჩაკეტვაზე
ავტორი: Prime Time

X