00:10 | 2020-08-11 ავტორი: თამთა თორდია

როდის დაამარცხებს მსოფლიო კორონავირუსს – ბილ გეიტსი კონკრეტულ დროს ასახელებს

როდის დაამარცხებს მსოფლიო კორონავირუსს – ბილ გეიტსი კონკრეტულ დროს ასახელებს

კორონავირუსის პანდემიის შეჩერება ორწელიწადნახევარში გახდება შესაძლებელი. აცხადებს Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი Wired-თან ინტერვიუში.

ბილ გეიტსი მსოფლიოს აფრთხილებს კატასტროფაზე, რომელიც „კორონავირუსზე უარესია“
2020-08-07ბილ გეიტსი მსოფლიოს აფრთხილებს კატასტროფაზე, რომელიც „კორონავირუსზე უარესია“

 

 

„ეს არც პირველი მსოფლიო ომია და არც მეორე, თუმცა სისტემის ნეგატიური ძვრების მასშტაბები მსგავსია“ – ამბობს გეიტსი.

 

ის მიიჩნევს, რომ „მსოფლიოს მდიდარი ნაწილი“ დანარჩენთან შედარებით 1 წლით ადრე გაუმკლავდება ვირუსს.

 

გეიტსი წუხს, რომ ამ პანდემიამ მნიშვნელოვნად შეამცირა აივ ინფექციის, მალარიის და პოლიემიელიტის სამკურნალო საშუალებების კვლევის პროცესი.

 

ჯანმოს მონაცემებით, ამ დროისთვის COVID-19-ით მსოფლიოში 19,7 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 728 ათასზე მეტი.

ავტორი: თამთა თორდია

X