11:36 | 2020-08-11 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რთული ეპიდსიტუაცია სომხეთში – 160 ახალი ინფიცირებილი და 13 გარდაცვლილი ერთ დღეში

რთული ეპიდსიტუაცია სომხეთში – 160 ახალი ინფიცირებილი და 13 გარდაცვლილი ერთ დღეში

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

 

საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
2020-08-11საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

 

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის შვიდი Covid-19-ით დაიღუპა, ხოლო ექვსი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის თანმხლები დაავადებები გახდა.

 

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა სომხეთში 541-ით გაიზარდა და ჯამში 33 157 შეადგინა.

 

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევებმა უკვე 40 ათასს გადააჭარბა, სულ გარდაცვლილია 1037 პაციენტი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X