
შაქარაშვილის საქმის ფიგურანტების ტელეფონები FBI-შია გადაგზავნილი, – ამის შესახებ შაქარაშვილების ოჯახის ადვოკატი, გარდაცვლილის ბიძა მირიან ნიკოლაძე აცხადებს.
„როგორც ვიცი, ტელეფონები FBI-ში არის გადაგზავნილი, სათანადო ლაბორატორიაში, კვლევისთვის. იქიდან წაშლილი შეტყობინებების აღდგენასთან დაკავშირებით ველოდებით პასუხს“, – ამბობს ნიკოლაძე.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების პროცვესში საქართველომ სამართლებრივი დახმარებისთვის აშშ-ს და ისრაელის შესაბამის უწყებებს მიმართა.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთ პირს ბრალი წარედგინა. საუბარია „ტოიოტა ქემრის“ მარკის ავტომობილში მყოფ პირებზე, რომლებმაც პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილს არაგვის ნაპირთან სცემეს და შემდეგ მდინარეში გადააგდეს.























