21:34 | 2020-08-11 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდი – სინოპტიკოსების პროგნოზი

როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდი – სინოპტიკოსების პროგნოზი

ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, კვირის ბოლომდე საქართველოში წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი.

 

„შედარებით გრილი და ნოტიო ჰაერის მასებმა გავრცელება გასულ ღამეს დაიწყო, დასავლეთ საქართველოში ყველგან და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში იწვიმა.

 

არამდგრადი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩეუნდება, როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში, იქნება დროგამოშვებით წვიმა ელჭექით და პერიოდულად გამოიდარებს.

 

დასავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა, დღეიდან აგრილდება და ტემპერატურა 23-28 ‎გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსავლეთ საქართველოში 26-31‎ გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს და 28-30‎ გრადუსი იყოს“, – აცხადებს ნიორაძე.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X