
გიორგი შაქარაშვილის ბიძის და ოჯახის ადვოკატის თქმით, პროკურატურის ვერსიის ერთ-ერთი საფუძველი გური ამირხანაშვილის ჩვენება იყო, ამის შესახებ მან ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში უსაუბრა.
იგი მოწმის ჩვენებიდან გამომდინარე ინციდენტის ვერსიას შემდეგნაირად ავითარებს:
“ყველა ჩვენებით იკვეთება, რომ ჯერ გიორგის გაეკიდა სამი პირი, შემდეგ ამირხანაშვილივე ადასტურებს, რომ ქვემოდან ამოდის კიდევ 2 პირი.
საუბარია წრეზე შემორბენილ და წინ დახვედრილ არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილზე.
ამირხანაშვილის ჩვენებაც იყო იმის საფუძველი, რაც დღეს დადასტურდა – ქვემოდან ამოსული ხალხი ადგება თავზე ამირხანაშვილს“.
მირიან ნიკოლაძის თქმით, ამირხანაშვილს ჩვენება არ შეუცვლია, არამედ, განავრცო და საბოლოო ჯამში, შეავსო.
31 ივლისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ზ.ხ-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური დაცვის მხარის მთავარი მოწმეების,
გურამ ამირხანაშვილის, ვახტანგ ახვლედიანის, იაკობ ბრეგვაძის და გიორგი ქათამაძის ჩვენებების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მისი თქმით, ხსენებულმა პირებმა ჩვენებები არაერთხელ შეცვალეს.
























