21:10 | 2020-08-12 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

სვანეთიდან 103 ტურისტი აჭარის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს

სვანეთიდან 103 ტურისტი აჭარის საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს

103 ტურისტი, რომელიც სვანეთში იმყოფებოდა, ამ დროისთვის აჭარის საკარანტინო ზონაში გადაჰყავთ.

 

ასევე ელოდებიან იმ ტურისტების შემდეგ ნაკადს ლენჯერის ე.წ ბლოკ პოსზე, რომელთაც იმერეთის საკარანტინე სივრცეში გადაიყვანენ.

 

ცნობისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში ამ დროისთვის კორონავირუსი სულ 30 პირს დაუდასტურდა. ეპიდემიოლოგები მუშაობენ 24 საათის განმავლობაში და იკვლევენ ინფიცირებული პირების ახლო კონტაქტებს.

 

დღეისათვის დაახლოებით 2 ათასამდე ბიოლოგიური ნიმუშია აღებული, რომელიც ქუთაისიისა და ზუგდიდის ლაბორატორიებში გადაგზავნა პისიარ კვლევისთვის,

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის ნინო ვიბლიანის თქმით, მესტიის სოფელი ლენჯერი სრულად ჩაიკეტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ერთეულში შესვლა-გამოსვლა მკაცრად კონტროლდება.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X