
ბერძნული მედია ავრცელევს გულისამაჩუყებელ კადრებს, რომელიც ასახავს მაშველის მიერ მცირეწლოვანი ბავშვის გადარჩენას.
კოსტას ხაიდისი დატბორილ, ტალახიან სახლებს შორის არ მივიდა მხოლოდ სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად.
სწორედ მან გადაარჩინა სიკვდილს ჩვილი ბავშვი, რომელიც გულში ჩაკრული გამოიყვანა საფრთხის შემცველი ადგილიდან და ასე ჰყავდა ჩახუტებული, ვიდრე ოჯახს უვნებელს ჩააბარებდა.
„ის, რაც გავიარეთ, იყო ტრაგიკული. ამის სიტყვებით გადმოცემა რთულია. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები, რომლებიც ΕΜΑΚ-ის ჯგუფთან ერთად ადგილზე მოვედით დასახმარებლად.
ერთი ქალბატონი დავინახე, აივანზე იდგა და შველას ითხოვდა. დინება იყო ძალიან ძლიერი და გავრისკეთ ერთი მანქანით მიახლოვება, რომ ევაკუაცია მოგვეხდინა.
მეორე სართულზე იყვნენ და საბედნიეროდ, სახლი იყო მაღალი. ეს ბავშვი პირველი ადამიანი იყო, რომელიც იქიდან გამოვიყვანეთ, უკვე დღე იყო და ხილვადობაც იყო.
ურთულესი მდგომარეობის ფონზე მუნიციპალიტეტის დიდი და მძიმე მანქანებიც კი ვერ ახერხებდნენ სახლებთან მიახლოვებას,” – ამბობს ხაიდისი.























