11:15 | 2020-08-13 ავტორი: Prime Time

ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული მეორე ბავშვიც გარდაიცვალა

ბათუმი-ჩაქვის გზაზე ავარიის შედეგად დაშავებული მეორე ბავშვიც გარდაიცვალა

9 აგვისტოს ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მეორე, 7 წლის ბავშვი დღეს გარდაიცვალა.

 

არასრულწლოვანი ოთხი დღის განმავლობაში იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

 

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს მსუბუქი ავტომანქანა მახინჯაურში ქვეითებს დაეჯახა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზე სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი 12 წლის ბავშვი. მეორე არასრულწლოვანის გარდაცვალების შესახებ კი დღეს გახდა ცნობილი.

 

2020-08-10"ბაბუა გააცილა... ხელს უქნევდა..." - მახინჯაურში დღეს გარდაცვლილ გოგონას 6 წლის წინ დედ-მამაც ავარიაში დაეღუპა

 

დაშავებულებიც და გარდაცვლილებიც ერთი ოჯახის წევრები არიან.

 

მძღოლი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

 

 

ავტორი: Prime Time

X