14:28 | 2020-03-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

საბედნიეროდ, არ მივსულვართ იმ ეტაპზე, რომ ეკლესიის საქმიანობაში აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ – გახარია

საბედნიეროდ, არ მივსულვართ იმ ეტაპზე, რომ ეკლესიის საქმიანობაში აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ – გახარია

ჯერ არ მივსულვართ იმ ეტაპზე, როდესაც ეკლესიის საქმიანობაში შეგვიძლია გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

 

„მთავრობამ უკვე გასცა რეკომენდაცია, რომ დახურულ სივრცეში დიდი ღონისძიებები არ გაიმართება. ჩვენ, რა თქმა უნდა, უამრავი ტრადიცია გაგვაჩნია და ამ ტრადიციების აღსრულებაში გარკვეულ რეკომენდაციებს გავცემთ და ამას გავაგრძელებთ, თუმცა, იმ ეტაპზე ჯერ არ მივსულვართ, როდესაც ამ სფეროში შეგვიძლია გარკვეული აკრძალვის ინსტრუმენტებით შევიდეთ, საბედნიეროდ. თუმცა, გარკვეულ კონსულტაციებს ვმართავთ და გავაგრძელებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X