
Colorless Telavi – ამ სახელწოდების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა Covid 19-ის გამო დაწესებული კარანტინის დროს, თელავის ცხოვრებას ასახავდა.
ფოტოგრაფ გიორგი ჩეკურიშვილის პერსონალურ გამოფენაზე, კომენდანტის საათის დროს გადაღებული დაცარიელებული ქალაქის ქუჩების 40-მდე შავ-თეთრი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.
საქველმოქმედო გამოფენიდან შესულ თანხას, ორგანიზატორები, მთლიანად ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ თელაველ ქალს გადასცემენ.
გამოფენას ექიმები და ეპიდემიოლოგები ესწრებოდნენ.
საქველმოქმედო ღონისძიებაში თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი ქადაგიშვილიც ესწრებოდა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























