
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უხცადებს, – ამის შესახებ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა განაცხადა.
ოჯახი ითხოვს, რომ საქმეზე გამოძიება პროკურატურამ აწარმოოს და გადაწყვეტილების მისაღებად გენერალურ პროკურორ ირაკლი შოთაძეს ვადას ორშაბათამდე აძლევს.
ანალოგიური მოთხოვნა იქნება ბატონი შოთაძის მიმართაც. თუკი ოდნავ მაინც შევატყობ, რომ რაღაც ისე არ არის, მის მიმართაც დამეკარგება ნდობა. მოქმედება უნდა დამანახოს, ამას ველოდები და თუ არ დამანახებს, ისეთებს დავატრიალებ, რომ მტრისას”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა “ფორმულასთან”.























