10:13 | 2020-08-16 ავტორი: Prime Time

თბილისში, ერთ-ერთი ბარის თანამშრომლები დაიკარგნენ

თბილისში, ერთ-ერთი ბარის თანამშრომლები დაიკარგნენ

„ბაუჰაუსის“ ბარის ორი თანამშრომელი დაიკარგა – ამის შესახებ ინფორმაციას ბარის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

ფონიჭალაში ავარიის შედეგად კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა
2020-08-16ფონიჭალაში ავარიის შედეგად კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა
გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი გვიან ღამით გავიდნენ ბარიდან, თუმცა უკვე მეორე დღეა მათი ადგილსამყოფელი უცნობია.

 

„ვეძებთ ! გიორგი შალამბერიძეს და ბაია ბერუაშვილს. თუ ვინმემ უახლოესი 21 საათის განმავლობაში სადმე ნახეთ ეს ადამიანები გთხოვთ რომ გამოგვეხმაუროთ. ჩვენი თანამშრომლები არიან. გუშინ ღამე 5ზე წავიდნენ ბაუჰაუსიდან და ამ დრომდე არ ჩანან და ვეძებთ ჩვენც და პოლიციაც,“ – წერია „ბაუჰაუსის“ FACEBOOK პოსტში.

 

„არ გამოჩნდნენ. ვეძებთ ოჯახები და პოლიცია. მკვდრები ვართ უკვე. აღარ შეგვიძლია. ორი წუთით გავიდნენ ბარიდან ჩანთების გარეშე და არსად ჩანან“ – წერს ბაია ბერუაშვილის დეიდა.

 

 

ავტორი: Prime Time

X