12:36 | 2020-08-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება – ურეკში 20 წლის ბიჭს ეძებენ

17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება – ურეკში 20 წლის ბიჭს ეძებენ

ურეკში გაუჩინარებული 20 წლის ბიჭის სამძებრო სამუშაოებში 17 მაშველი, 4 მყვინთავი და 6 მცურავი საშუალებაა ჩართული. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

 

„გუშინ ურეკში, 2 ახალგაზრდა მამაკაცს ესაჭიროებოდა დახმარება, წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. ერთის გამოყვანა მაშველებმა მოახერხეს, მეორე წყალში გაუჩინარდა.

 

რას ამბობენ შსს-ში ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომლების დაკარგვაზე
2020-08-16რას ამბობენ შსს-ში ბარ „ბაუჰაუსის“ თანამშრომლების დაკარგვაზე

 

საძიებო სამუშაოებში ჩართული 17 მაშველი, 4 მყვინთავი, 6 მცურავი საშუალება, მათ შორის ერთი ექოლოტი, რომლიც ახდენს ფსკერის სკანირებას და ასევე დრონი“, – ამბობენ უწყებაში.

 

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ, 15 აგვისტოს მოხდა.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X