15:01 | 2020-08-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როდიდან გამოიდარებს ზღვისპირეთში – სინოპტიკოსების პროგნოზი

როდიდან გამოიდარებს ზღვისპირეთში – სინოპტიკოსების პროგნოზი

მომდევნო 10 დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, – ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.

 

„ჰავანას“ კლასტერი - 4 პირთან კორონავირუსზე დამატებითი კვლევები მიმდინარეობს
2020-08-16„ჰავანას“ კლასტერი - 4 პირთან კორონავირუსზე დამატებითი კვლევები მიმდინარეობს

 

მისი განმარტებით, ამინდის მკვეთრი ცვლილება მოსალოდნელი არ არის, დილის ან საღამოს საათებში ხანმოკლე ხასიათის წვიმები იქნება, ღრუბლიანი ამინდის ფონზე კი ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 27-28 გრადუსამდე დაფიქსირდება.

 

„20 აგვისტოდან გამოიდარებს და ტემპერატურა 30-31 გრადუსამდე მოიმატებს. ეს ამინდი 21 აგვისტოს, დღის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდება. 22 აგვისტოდან კვლავ დაიკლებს ტემპერატურა 27 გრადუსამდე და შიგადაშიგ ხანმოკლე ხასიათის წვიმებია მოსალოდნელი“, – ამბობს სინოპტიკოსი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X