14:29 | 2020-08-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ზაზა ლომინაძე: ნიკეას ქუჩაზე წელს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

ზაზა ლომინაძე: ნიკეას ქუჩაზე წელს არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. ზაზა ლომინაძე ნიკეას ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც ჯერ ისევ გადასაჭრელია.

 

აღნიშნულ უბანში ერთ-ერთი ასეთი საკითხი ნიკეას მე-2 შესახვევში არსებული ტროტუარებია, რომლის პროექტიც უკვე შეძენილი აქვს ქუთაისის მერიას და მომავალ წელს კაპიტალურად მოწესრიგდება.

 

ნიკეას ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქუჩაა ქუთაისში. მთავარი მაგისტრალიც აქვე გადის და ამან კიდევ უფრო გაზარდა ამ ქუჩის მნიშვნელობა.

 

„ქართული ოცნების“ გუნდის და ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ უბანში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზას, წელს 2 ახალი სკვერი გაიხსნა, მოგვარდა წლების მანძილზე არსებული პრობლემა-მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების საძირკველში წყალმომარაგების დაზიანებული მილები ახლით ჩანაცვლდა, დასრულდა ნიკეას ქუჩისა და სულხან-საბას გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. აქვეა ქუთაისში ყველაზე დიდი აგრარული ბაზარი, რომელიც ერთგვარი ჰაბია ამ ზონის ქალაქებისა და სოფლების მცხოვრებელთათვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების სარეალიზაციოდ. ამ არასრულყოფილი ჩამონათვალითაც კი ცხადია, როგორ მნიშვნელოვანია ნიკეას ქუჩა ქუთაისისთვის. ახლა წინასაარჩევნო შეხვედრაზე ვიმყოფებით, მაგრამ შეხვედრები არ შეწყდება არც არჩევნების შემდეგ, რათა ერთად კიდევ უფრო მეტი კარგი საქმის გაკეთება შევძლოთ ნიკეას ქუჩის მოსახლეობისთვის, ჩვენი ქალაქისთვის,” – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X