
ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გორში, საცხოვრებელი სახლები დატბორა, გზის ნაწილი და ახლადაშენებული ხიდი დააზიანა.
გადავსებული სანიაღვრე არხებიდან გადასული წყალი, ადგილობრივების საცხოვრებელ სახლებში შევარდა და 18 ოჯახის პირველი სართულები დატბორა.
სახლებსა და ეზოებში შევარდნილმა ნალექმა გაანადგურა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, დააზიანა ბაღჩეული კულტურებიც.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























