15:23 | 2020-03-17 ავტორი: თეონა ყაჭიური

ავტობუსებით მომსახურების წესი იცვლება – როგორ იმგზავრებენ მოქალაქეები ხვალიდან

ავტობუსებით მომსახურების წესი იცვლება – როგორ იმგზავრებენ მოქალაქეები ხვალიდან

ხვალიდან თბილისის ავტობუსებში შეიცვლება მომსახურების წესი შეიცვლება. რაც გარკვეულ შეზღუდვას მოიცავს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ხვალიდან ასევე არ იმუშავებენ კონდუქტორები, თუმცა ისინი ხელფასს ჩვეულებრივად მიიღებენ.

 

„მოხდება მძღოლის სივრცის იზოლირება ავტობუსის დანარჩენი ნაწილისგან და უსაფრთხოების დისტანციის დაცვა.

 

მოქალაქეები ისარგებლებენ ავტობუსის მხოლოდ ორი უკანა კარით. ეს აუცილებელი ღონისძიებაა მძღოლის დაცვისა და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის.

 

ხვალიდან ასევე დროებით შეჩერდება კონდუქტორების მუშაობა. რა თქმა უნდა, ეს მათ არ შეაფერხებს და ყველა მიიღებს ხელფასს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით ხვალიდან სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა იკრძალება. მათ ნაცვლად ქალაქში სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსები ივლიან, რომელთან ყოველდღიურად დეზინფექცია ჩაუტარდება.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X