
ინტერპოლის ცენტრალური ბიურო საქართველოს მოთხოვნით არაერთ დამნაშავეს ეძებს, მათ შორის არიან საკმაოდ მძიმე დანაშაულებებში დაუსწრებლად გასამართლებული ადამიანები.
ერთ-ერთი მათგანი ლილა უსეინი. ამჟამად ის 56 წლის გახლავთ, თუმცა წლებია ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.
ლილა უსეინს ბრალად ედება საქართველოს საზღვრიდან მოქალაქეების უკანონო გადაყვანა, ადამიანებით, მათ შორის არასრულწლოვნებით ვაჭრობა, საზღრის უკანონო კვეთა და დოკუმენტების გაყალბება.
1963 წლის 11 ნოემბერს დაბადებული ლილა ბორისის ასულ უსეინს დიდი ალბათობით ვინაობა შეცვლილი აქვს, რადგან წლებია მის კვალს ვერცერთ ქვეყანაში ვერ მიაგნეს.
საქმის მასალებით, წლების წინ მას ქალები და ბავშვები თურქეთის რესპუბლიკაში მოტყუებით, ყალბი დოკუმენტებით გადაჰყავდა, შემდგომში კი მათ პროსიტუციაში ჩართვის მიზნით სოლიდური თანხის სანაცვლოდ სხვებს გადასცემდა.
ინტერპოლზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ლილა უსეინი ამჟამად 56 წლის არის, საუბრობს რუსულ, ქართულ, თურქულ და აზერბაიჯანულ ენებზე. სიმაღლეში გახლავთ 1,6 სანტიმეტრი.






















