11:47 | 2020-08-17 ავტორი: Prime Time

კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 232 პაციენტი მკურნალობს.

 

მისივე თქმით, ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია, 22 კი მძიმედ ფასდება.

 

„ისინი კოვიდ-ცენტრების შესაბამის რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ. მძიმე პაციენტების რაოდენობა გაგვეზარდა და დღევანდელი მონაცემებით 22 მძიმე პაციენტია. დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელების რაოდენობა 81 პროცენტია, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი – 1,27“, განაცხადა – ეზუგბაიამ.

 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსისი 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, 4 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

 

 

ავტორი: Prime Time

X